მე-20 საუკუნის დამდეგს წარჩინებული ოჯახის შვილი სოსიკო ჩოლოყაშვილი საზოგადოებისთვის მანამდე უცნობი, უცნაური დარგით - კინემატოგრაფიით დაინტერესდა. გამოუცდელობის, ფინანსური გაჭირვების, იმედგაცრუების მიუხედავად, საქართველოში კინოს ერთ-ერთმა პირველმა ენთუზიასტმა ფირზე ძველი თბილისის იერისა და ყოფის ამსახველი არაერთი კადრი აღბეჭდა. მოგვიანებით ეს მასალა თბილისისა და კინოს ისტორიისათვის ფასდაუდებელ განძად იქცა.