დაიბადა 1948 წლის 19 ნოემბერს, ქ. თბილისში (მომღერლების - დები იშხნელების ოჯახში). დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების აკადემია. მისი მუსიკალური ნაწარმოებები პირველად აჟღერდა ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში "დღეს ღამე უთენებია", სადაც იგი თამაშობს ერთ-ერთ როლს და თვითონ მღერის საკუთარ სიმღერებს. 1991 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.