თავადი ზაალ ბარათაშვილი მოახლის მოტაცებისთვის გლეხ არსენა ოძელაშვილს გუბერნატორთან უჩივლებს. არსენა მის შესაპყრობად მოსულ ყაზახებს დახოცავს და ტყეს შეაფარებს თავს. მისი დაჭერისთვის ჯილდოს დააწესებენ, მაგრამ ღარიბთა ქომაგ არსენას ხალხი არ გასცემს. მოღალატეობას არსენას ნათლიმამა ფარსადანი იკისრებს – სტუმრად დაპატიჟებს, დაათრობს და შეაპყრობინებს. არსენა ციხიდან გაიქცევა და ხალხის მყვლეფავი ვაჭრებისა და ბატონების დაწიოკებას განაგრძობს. წითელ პარასკევს დუქანში არსენას გიორგი კუჭატნელი აუხირდება და ვერაგულად მოკლავს, როცა არსენას ხმალი ვადაში გადაუტყდება.