დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს ქ. თბილისში. 1964 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები ვ.ჭაბუკიანი, მ. გრისკევიჩი, ს. ვეკუა). 1965-1988 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტი. 1988 წლიდან მუშაობს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის კონცერტმაისტერად და სპექტაკლების წამყვან რეჟისორად.