დაიბადა 1953 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში. 1973 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები გ. ევდოკიმოვი, ლ. ჟდანოვი). 1988 წელს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის რიმსკი-კორსაკოვის სახელობის კონსერვატორია ბალეტის რეჟისორისა და ქორეოგრაფის კვალიფიკაციით (პედაგოგი ნ. დოლგუშინი). 1973-1993 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი. 1989-1996 წლებში ანკარის სახელმწიფო კონსერვატორიის ბალეტის პედაგოგია, 1996-2004 წლებში მერსინის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი.2004-05 წლებში კი სტამბულის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი. 2005 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის ქორეოგრაფი და პედაგოგ-რეპეტიტორია, ამავდროულად ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამდგმელი ქორეოგრაფი.
საქართველოს დამსახურებული არტისტი.