ვაგონშემკეთებელი ქარხნის რეორგანიზაციის გეგმის მიმართ განსხვავებული პოზიცია აქვთ გამოცდილ მუშას, დავითს და მის ვაჟს, მინისტრის მოადგილეს, თენგიზს, რომელსაც მუშების ჩანაფიქრი დეპოს ელმავალმშენებელ ქარხნად გადაკეთების შესახებ არარეალურად მიაჩნია. მამა-შვილს შორის ურთიერთობა ოჯახშიც დაიძაბება – თენგიზი მეუღლეზე გულს აიყრის და მსახიობ ქალს შეიყვარებს. მთავრობა მუშების პროექტს დაუჭერს მხარს, ქარხანას გადააკეთებს და პირველ ელმავალს გამოუშვებს.