დაიბადა 1902 წლის 24 ივნისს სოფ. ძირულაში (ზესტაფონის რ-ნი). დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1927-29 წ.წ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1929 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში. კინოში მოღვაწეობდა 1937 წლიდან. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). ”საპატიო ნიშნის” ორდენოსანი (1941, 1958).