ბოროტი ჯადოქარი სოფელს უწყლობით ტანჯავს. ხალხს აღარც ჯადოსნური სალამური აქვს, რომელიც გრძნეულთან ბრძოლაში შველოდა. სიკვდილის წინ მამა ცისკარას დაუბარებს შური იძიოს და ხალხი გრძნეულისგან იხსნას. ცისკარა მამის ანდერძს შეასრულებს - მიწისქვეშა სამფლობელოში შეაღწევს, თავისი შეყვარებულის, მზიასა და ერთგული მეგობრის, ბადრის დახმარებით გრძნეულს დაამარცხებს და ხალხს ჯადოსნურ სალამურთან ერთად წყალს და თავისუფლებას დაუბრუნებს.