დაიბადა 1907 წლის 22 სექტემბერს ქ. თბილისში. 1929 წელს დაამთავრა თბილისისმე-4 შრომის სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1928-31 წ.წ. მოღვაწეობდა ახლად დაარსებულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 1931-33 წ.წ. - ქუთაისის თეატრში, ხოლო 1933 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში. საქართველოს სახალხო არტისტი (1958).