დაიბადა 1915 წლის 10 ოქტომბერს. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1942-47 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი, 1948-59 წლებში - კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვარი. 1962 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში. სსრკ-ს სახალხო მხატვარი (1982). სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1952, 1974). ღირსების ორდენის კავალერი (2006).