დაიბადა 1917 წლის 9 მაისს სოფელ მირზაანში (სიღნაღის რ-ნი). 1930 წელს დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი, 1941 წელს - თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. მის მიერ გაფორმებული კინოფილმებიდან აღსანიშნავია რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის უკვდავი მუსიკალური ფილმი ”ქეთო და კოტე”, სერგო ჭელიძის ფილმი-ზღაპარი ”ცისკარა”. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951), საქართველოს სახალხო მხატვრი (1967), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1951), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1957), ორგზის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი (1958, 1976). მიღებული აქვს ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (ბელგია 1958), მედალი ”შრომითი მამაცობისათვის” (1966), საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი ”წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის” (1978), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1987).