1917 წელი. რევოლუციურად განწყობილ ჯარისკაცებს გერმანიის ფრონტზე ბრძოლა აღარ სურთ. ისინი დელეგატების - ღუდუშაურის, პანასიუკისა და ერშოვის ხელით გაზეთ "პრავდის" რედაქციას ფრონტზე მოგროვილ ფულს გაუგზავნიან. დელეგატები სტალინს შეხვდებიან. პეტროგრადში საპროტესტო მიტინგები ხშირდება. ლენინი ხალხს შეიარღებული აჯანყებისკენ მოუწოდებს. დროებითი მთავრობა ცეცხლს გაუხსნის მომიტინგეებს, რომელთა შორის ჯარისკაცთა დელეგატებიც არიან. ისინი ზამთრის სასახლის იერიშში მონაწილე რაზმებს წინ გაუძღვებიან.