დაიბადა 1899 წლის 9 სექტემბერს ქ. თბილისში. იგი მიეკუთვნება ქართველ კოპოზიტორთა იმ თაობას, რომელსაც გარდატეხის რთულ პერიოდში მოუხდა შემოქმედებით ასპარეზზე გამოსვლა. ეს იყო ახალი საბჭოთა ხელოვნების ფორმირების, მისი ძირითადი ესთეტიკური ტენდენციების ჩამოყალიბების პერიოდი.1925 წელს დაამთავრა თბილისის მეორე მუშფაკის საფორტეპიანო ფაკულტეტი (პროფესორ ს. აისბერგის კლასი), იგი ერთ-ერთი ინიციატორია 1924 წელს საქართველოში სიმფონიური ორკესტრის ჩამოყალიბების. 1928 წლიდან იგი მჭიდრო შემოქმედებით კავშირში იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან. 1931 წელს ლენინგრადის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა. 1931–36 წ.წ. იყო ამიერკავკასიის რეადიკომიტეტის მთავარი მუსიკალური რედაქტორი, 1938–42 წ.წ. – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პირველი მდივანი. 1942–45 წ.წ. იყო ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორისს დირექტორი და ამავრდოულად 1972 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1942), საქართველოს სახლხო არტისტი (1966).