1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დღეებში, გერმანელთა წყალქვეშა ნავი საბჭოთა კატარღას ჩაძირავს. ფაშისტი კაპიტანი დატყვევებული საბჭოთა მეზღვაურისგან დანაღმული ტერიტორიის კოორდინატების გაგებას ცდილობს, მეზღვაური ფაშისტთა ნავს დანაღმული ადგილისკენ გაიტყუებს და მტერთან ერთად დაიღუპება.