დაიბადა 1904 წლის 27 მაისს ბაქოში. დაამთავრა ბაქოს თეატრალური ტექნიკუმი, 1930–1933 წლებში სწავლობდა სერგეი ეიზენშტეინის სახელოსნოში. იყო თეატრის "ცისფერი ბლუზი“ მსახიობი და რეჟისორი, ბორის ფერდინანდოვის საცდელ–საგმირო თეატრის და ლევ კულეშოვის კინოსახელოსნოების მსახიობი, 1926–1927 წლებში სერგეი იუტკევიჩის კინოსახელოსნოს მხატვარი, 1927 წლიდან – სტუდია "სოვკინოს“ რეჟისორის ასისტენტი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1951).