კოლმეურნეობის კუთვნილი ძროხის უკანონოდ გაყიდვისთვის თანასოფლელები ნინიას გაკიცხავენ. ნაწყენი ნინია კოლმეურნეობის ფარას რკინიგზის ლიანდაგზე შერეკავს. ნინიას ძმისშვილი ლამარა და მისი მეგობარი ბესა ფარის ლიანდაგიდან გადარეკვას ცდილობენ. ნინია ბიჭს დაარტყამს და ლიანდაგზე მიატოვებს. ლამარა ჩირაღდანს აანთებს და მატარებელს შეაჩერებს.