დაიბადა 1887 წლის 28 იანვარს. 1905–1921 წლებში სხვადასხვა დრამატულ დასში მუშაობდა. 1913 წელს ვალერიან გუნიასთან და სხვა ქართველ მსახიობებთან ერთად გადაიღეს ფილმში "კავკასიის დაპყრობა". 1921 წელს იყო ერთ–ერთი ორგანიზატორი განათლების სახალხო კომისარიატთან კინოსექციის შექმნისა. 1921– 1926 წლებში იყო კინოსექციისა და "სახკინმრეწვის" მსახიობი. 1926 წლიდან დაიწყო ფილმების გადაღება, 1946 წელს გადავიდა სადუბლიაჟო საამქროში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1945), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).