ახალგაზრდა გეოლოგების ჯგუფი კავკასიონზე, ცანის ხეობაში, მადნის შრის სიმძლავრის დასადგენად ექსპედიციაში გაემგზავრება, მაგრამ მარშრუტის სირთულის გამო დასაზვერ სამუშაოებს ვერ დაასრულებს. გამოცდილ მთამსვლელ-ინჟინერთა ხელმძღვანელობით ლაშქრობას ხელმეორედ მოაწყობენ. მწვერვალზე ასულებს ქარიშხალი მოუსწრებს. საფრთხეში ჩავარდნილი გეოლოგების დასახმარებლად მაშველთა რაზმი გაემართება. მათი დახმარებით გეოლოგები ქარიშხალს თავს დააღწევენ და ჩანაფიქრს წარმატებით განახორციელებენ.