რუსეთში 1905 წელს მეფის ხელისუფლების მიერ სიკვდილით დასჯილი რევილუციონერის შვილი მამის საქმეს აგრძელებს. 1917 წლის მოვლენების გამო მას აპატიმრებენ, მაგრამ ის გაქცევას ახერხებს და მშრომელებს აჯანყებისკენ მოუწოდებს. რევოლუცია საქართველოშიც იფეთქებს. ამ ბრძოლებში დაღუპული საცოლის საფლავთან რევოლუციონერი ფიცს დებს, რომ სიკვდილამდე რევოლუციის საქმის ერთგული დარჩება.