მუშათა მღელვარებაში მონაწილეობისათვის მაროს პატიმრობას მიუსჯიან, უპატრონოდ დარჩენილ მის ბიჭუნას მდიდარი ფაბრიკანტი იშვილებს. წლების შემდეგ მარო გაიგებს, რომ პროკურორი მამულოვი, რომელიც მაროს მეგობარ რევოლუციონერებს ასამართლებს, მისი დაკარგული შვილია. მარო მას განაჩენის შემსუბუქებას სთხოვს, მაგრამ პროკურორი ქალს დედად არ სცნობს და სახლიდან გააგდებს. პროცესზე, სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების დროს მარო რევოლვერით მოკლავს შვილს.