ვაჭარ მირზას აჯარის ცოლად შერთვა უნდა, მაგრამ ქალს ძმის მეგობარი, ჯანგირი უყვარს. მირზა მეტოქის ჩამოსაცილებლად ქალიშვილის ბაბუას ეტყვის, ჯანგირის მამა შენი შვილის მკვლელიაო. მოხუცი სისხლის აღებას შვილიშვილს, რამაზანს დაავალებს, მაგრამ ის ჯანგირთან შეხვედრის შემდეგ განზრახვაზე ხელს აიღებს. მოხუცი ახლა მირზასგან მოითხოვს ჯანგირის მოკვლას. შეყვარებულის გასაფრთხილებლად მიმავალ აჯარს მირზა გზას გადაუღობავს. ქალიშვილს ჯანგირი და რამაზანი მიეშველებიან, მირზას შეიპყრობენ, დაჭრილ აჯარს კი საავადმყოფოში წაიყვანენ.