დაიბადა თბილისში 1882 წლის 18 თებერვალს. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1898 -1900 წ.წ. სწავლობდა მანუელიანცის საბუღალტრო კურსებზე. ხშირად ესწრებოდა ქართულ წარმოდგენებს, რამაც გადააწყვეტინა თეატრში მუშაობა. 1900 წ. ვ. გუნიას მიერ მოწყობილ გამოსაცდელ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად და იგი ქართული თეატრის დასში ჩარიცხეს. 1922-23, 1926-28 და 1932-39 წ.წ. მოჭვაწეობდა “სახკინმრეწვში”. 1939 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქუთაისის თეატრში. 1932 წ. მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.