მაყვალას უყვარს ახალგაზრდა მწყემსი ონისე, მაგრამ ძალით მიათხოვებენ მდიდარ ბოქაულ გელა გოდერძიშვილს. ქალი გაექცევა ქმარს, მაგრამ თემის კანონი აიძულებს, ოჯახს დაუბრუნდეს. გელა საკუთარ სახლში შეისწრებს ონისეს და დაჭრის. მაყვალა გადაიკარგება. თემი სამივეს გაასამართლებს და სოფლიდან განდევნის. მოძღვარი ონოფრე გათოშილ მაყვალას თოვლში ჩაფლულს იპოვის და გადაარჩენს. ონისე, რომელსაც არავისთვის ეთმობოდა მაყვალა, მოძღვრის სენაკში მოკლავს მას. მაყვალას მოკვლას ონოფრეს დააბრალებენ და ციმბირში გადაასახლებენ. ონისე თემის წინაშე აღიარებს დანაშაულს. გელა ხანჯლით კლავს ონისეს. თავად მას კი ჩაქოლავენ. ონისეს სიკვდილის შემდეგ თემი ხელმეორედ არჩევს საქმეს. მოძღვარს მოუხსნიან დანაშაულს, მაგრამ განთავისუფლების ქაღალდი ვერ მიუსწრებს. იგი გადასახლებაში დაიღუპება.