დაიბადა 1883 წლის 20 ნოემბერს ქ. ქუთაისში. 1904-1907 წლებში იყო მეზღვაური. 1907 წელს ჩაირიცხა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დასში მსახიობად. 1921 წლიდან დაინიშნა თბილისის თეატრების კომისრად. 1923-1926 წლებში ხელმძღვანელობდა ქუთაისის დრამატულ თეატრს, შემდეგ 1928 წლამდე მუშაობდა ფოთის თაეტრში. 1927 წელს მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა საკოლმეურნეო თეატრი. 1935 წელს აბრეშუმის კომბინატთან შექმნა მუშა-ახალგაზრდობის დრამატული კოლექტივი.
საქართველოს დამსახურებული არტისტი(1932). საქართველოს სახალხო არტისტი (1940).