დაიბადა 1874 წლის 21 მაისს, ზესტაფონში. 1893 წლიდან დაიწყო მსახიობობა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში. ქართული კინოს ერთ–ერთი პიონერი 1911 წლიდან ეწეოდა კინემატოგრაფიის პროპაგანდას და საჯარო ლექცია მოხსენებებით გამოდიოდა თბილისსა და ბაქოში. 1911 წელს უცხოური ფირმისთვის "პატე" დაწერა სცენარი "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. 1921 წ. დაინიშნა განსახკომის თეატრის განყოფილების გამგედ და 1921–22 წ.წ. ხელმძღვანელობდა კინემატოგრაფიის წარმოებასაც. მისი ინიციატივით გადაიღეს ფილმი "არსენა ჯორჯიაშვილი" თვითონ იყო სცენარისტი და კინომსახიობი. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე (1950-1959).