შორეულ მთებში მცხოვრები სერბი ხალხი ფაშისტ ოკუპანტთა წინააღმდეგ საბრძოლველად პარტიზანულ რაზმს ჩამოაყალიბებს. რაზმი მიზნად დაისახავს გზა გადაუღობოს სოფლებისკენ დაძრულ მტერს. პარტიზანები გზას დანაღმავენ, მაგრამ ბიკფორდის ზონარი არ აღმოაჩნდებათ - ამფეთქებელს გარდაუვალი დაღუპვა ელის. თავს მარკო გაწირავს და მტრის ტანკებს ააფეთქებს.