სოფლის მასწავლებელი, თავმდაბალი, უწყინარი ადამიანი სპირიდონ მცირიშვილი და მისი ახალგაზრდა მეუღლე მატარებლის მოლოდინში ღამის გასათევად სადგურის სასტუმრო-დუქანში დაბინავდებიან. აღვირახსნილი, გარყვნილი აზნაური ტარიელ მკლავაძე მეგობრების დახმარებით ცდილობს, ძალით შეიჭრას სპირიდონ მცირიშვილის ოთახში, რათა ხელში ჩაიგდოს მისი ლამაზი ცოლი დესპინე. სპირიდონი შეძლებს ტარიელისა და მისი მთვრალი ამხანაგების ხელყოფისგან ქალის დახსნას. მეორე დღეს ტარიელი სუსტ და უძლურ სპირიდონს სცემს. ეს ამბავი ძლიერ იმოქმედებს დესპინეზე. შეძრწუნებული, კოშმარებით შეპყრობილი ქალი ვერ უძლებს სტრესს და კვდება. სპირიდონი შურს იძიებს. რამდენიმე თვის შემდეგ ის იმავე სადგურში კლავს ტარიელს.