დაიბადა 1870 წლის 13 აპრილს ტაგანროგში. კინოში პირველად 1916 წელს გამოჩნდა, კინოსააქციო საზოგადოება "ხანჟონკოვი და კომპანიის" მიერ გადაღებულ სურათში "ნუ ერეკები მეეტლევ ცხენებს" მთავარი,– პეტრე ზაბროდინის როლი შეასრულა. შემდეგ მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა იმ სურათში, რომელსაც "ხანჯონკოვი და კომპანია" იღებდა. წერდა სცენარებს. 1917 წელს საკუთარი სცენარით გადაიღო კომედია "თხები, ბეკეკა თხები". იყო საზოგადოება "მშობლიური კინემატოგრაფის კავშირის" თავჯდომარე. მუშაობდა პედაგოგად რუსეთის სხვადასხვა სასწავლებლებში. 1921 წელს საქართველოში ჩამოვიდა და განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციაში მუშაობა დაიწყო. 1926–1928 წლებში ოდესის კინოსტუდიაში დადგა ფილმები: "ზვავი", "ჭორი". 1928–1932 წლებში მუშაობდა სომხეთის კინოწარმოება "არმენკინოში", აქ გადაიღო ფილმები; "ზამალუ"(1929), "ანუში"(1931). 1937 წელს კვლავ სახკინმრეწვში დაბრუნდა და დადგა საბავშო ხმოვანი ფილმი "ორი მეგობარი". საქართველოს სახალხო არტისტი (1949).