საბჭოთა კავშირში ჩამოსული ინჟინერი მაკლინი, თავადის ქალი შირვანსკაია და მისი საყვარელი რუმანესკუ ცირკის მსახიობებად ასაღებენ თავს და ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. ნავთობის სარეწაოში მუშად მოწყობილი რუმანესკუ ქიმიკოს პეტროვს სამხედრო გამოგონების ნახაზებს მოპარავს. ტომ ჯაკსონი გამოარკვევს, რომ ცირკის მსახიობი და დივერსანტი მუშა ჯონი ერთი და იგივე პიროვნებაა. დივერსანტები, რომლებსაც "წითელი ეშმაკუნები" და მილიციის მუშაკები დაედევნებიან. უცხოეთში გაპარვას შეეცდებიან, მაგრამ თურქეთის საზღვართან ზვავში დაიღუპებიან.