წითელი არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ ყოფილი წითელი ეშმაკუნები მიშა, დუნიაშა და ტომ ჯაკსონი ახალშეძენილ მეგობართან ოქსანასთან ერთად გადაწყვეტენ ბაქოში დასახლებას. ისინი მუშაობას იწყებენ ნავთობის ერთერთი საწარმოს ლაბორატორიაში. დუნიაშა და ოქსანა შემთხვევით ვიღაც ჰუსეინოვის ჰარამხანის ქალებს გაიცნობენ. გოგონები ურჩევენ მათ, მიატოვონ ჰარამხანა და პატიოსან შრომას მოჰკიდონ ხელი. შურისძიების მიზნით, ჰუსეინოვი დუნია შასა და ოქსანას გაიტაცებს ილანდილის შორეულ კუნძულზე, რათა შიმშილ-წყურვილით ამოჰხადოს სული. მიშა და ტომ ჯაკსონი საბჭოთა მესაზღვრეების დახმარებით ტყვეობიდან დაიხსნიან გოგონებს. მძიმე განსაცდელი კიდევ უფრო დააახლოებს მეგობრებს. ტომ ჯაკსონსა და დუნიაშას შეუყვარდებათ ერთმანეთი, მიშას კი ოქსანა შეუყვარდება. ფილმის გმირები მომავლის იმედით ცხოვრობენ.