დასავლური ფირმა კოკაინის კონტრაბანდით მდიდრდება, საქმიანობის შესანიღბად იაფად ყიდულობს მიწის ნაკვეთებს და იჯარით აძლევს უმუშევარ ქალაქელებს. ფირმის მმართველი იაკობი თავის მიერ შეცდენილ გოგონას ერთ-ერთ კოლონისტს, ყოფილ მაწანწალას მიათხოვებს, ქორწილში ეწვევა და ახალდაქორწინებულებს შეუღლებას მიულოცავს. მისი უტიფრობით გამწარებული პატარძლის მამა მმართველზე გაიწევს, მაგრამ იაკობი მოხუცს ადვილად გაუსწორდება. აღშფოთებული კოლონისტები მჩაგვრელების წინააღმდეგ აჯანყდებიან.