დაიბადა 1887 წლის 30 დეკემბერს ქ. ყვარელში. სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში. 1906-10 წ.წ. სწავლობდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პარიზშივე დაამთავრა თეატრ ”ოდიონთან” არსებული სარეჟისორო ინსტიტუტი, სადაც ჩაირიცხა ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის ალექსანდრე ჯაბადარის შუამდგომლობით. 1912-30 წ.წ. მუშაობდა რეჟისორად საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, 1930-45 წ.წ. - რუსეთის სხვადასხვა თეატრებში, ხოლო 1945 წლიდან მუშაობა დაიწყო კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში და შ. რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო და სარეჟისორო კათედრის გამგედ. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950).