ჯონდოს მჭედელ უტუ მიქავას და, ნათელა უყვარს. თავად დადიანის სასახლის მშენებლობაზე მომუშავე ყმების გამოქომაგებისთვის ჯონდოს დილეგში ჩააგდებენ, ნათელას კი აღმოსავლეთის ბაზარზე, ომარ-ფაშას ჰარამხანაში გაყიდიან. 1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყება იფეთქებს უტუ მიქავას ხელმძღვანელობით. ომარ-ფაშას ჰარამხანაში გამომწყვდეული ნათელა მსახური ბიჭის დახმარებით ჯონდოს ტყვეობიდან გაათავისუფლებს და მასთან ერთად აჯანყებულებს შეუერთდება. აჯანყება დამარცხდება. უტუს, ჯონდოს და აჯანყების სხვა ორგანიზატორებს ციმბირის გზას გაუყენებენ.