დაიბადა 1895 წლის 6 იანვარს თბილისში. 1917 წლიდან არის კინო–ფოტო კავრიშის წევრი. 1921 წელს ივანე პერესტიანმა მიიწვია ფილმში "არსენა ჯორჯიაშვილი". 1924 წლიდან "სახკინმრეწვში", რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ფილმებზე: "ვინ არის დამნაშავე"(რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა, 1925 წელი), "თავადის ასული მერი"(რეჟ. ვლადიმერ ბარსკი, 1927 წელი). 1930 წლიდან მუშაობა დაიწყო სამეცნიერო ფილმების სტუდიაში.