უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მანსუმე მუსაევა ბაქოში ჩადის და ქმართან ერთად ჩამორჩენილ მოსახლეობაში საგანმანათლებლო მუშაობას ეწევა. მანსუმეს ყოფილი მუსავატელი ოფიცერი, ეფენდიევი გადაეკიდება, რომელიც ახლა მილიციის უფროსი გამხდარა. ქალის გულს რომ ვერ მოიგებს, ეფენდიევი მის ძალით დამორჩილებას შეეცდება. მანსუმე ეფენდიევში თეთრგვერდიელთა რაზმის მეთაურს შეიცნობს, რომელმაც მამა მოუკლა და სოფელი გადაუწვა. საქმეში სამართალდამცველები ჩაერევიან. თავის დასახსნელად ეფენდიევი ცეცხლს წაუკიდებს ნავთობის კოშკს, მაგრამ ხანძარში თვითონ დაიღუპება.