დაიბადა სოფელ კოშკაში (გორის მაზრა) 1863 წლის 14 ნოემბერს. 1886 წლის 15 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი დიდ სცენაზე ვ. დიაჩენკოს პიესა "ეხლანდელ სიყვარულში" განასახიერა ნატალიას როლი. იგი თანდაყოლილი ნიჭით, ინტუიციითა და გამჭრიახობით, გონებამახვილობით როლში ყოველთვის პოულობდა თავის თავს. 1921 წლიდან იგი უკვე კინოში მონაწილეობს. იგი იყო პირველი თეატრალური მსახიობი, რომელმაც პირველად შექმნა ქართველი დედის სახე ეკრანზე.
საქართველოს სახალხო არტისტი.