ფილმი ასახავს 1905 წლის რევოლუციის ერთ-ერთ ეპიზოდს. კერძოდ, თბილისის საორთქმავლო დეპოს მუშების გაფიცვას და მათ ბრძოლას მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ. მასშტაბურ საპროტესტო აქციას სხვა საწარმოთა მუშებიც უერთდებიან. მეფისნაცვალთან მოწვეულ სხდომაზე გენერალი გრიაზნოვი სასტიკი ზომების მიღებას მოითხოვს და შემდგომ ასეც უსწორდება გაფიცულ მუშებს. რევო ლუციური მოძრაობის მეთაურებს აპატიმრებენ. მუშები შურისძიებას გადაწყვეტენ და გრიაზნოვის მოკვლას ახალგაზრდა მუშას არსენა ჯორჯიაშვილს ავალებენ.