დაიბადა 1899 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში. სწავლობდა თბილისის I კომერციულ სასწავლებელში. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა დრამატულ წრეებში მიხეილ კალატოზიშვილთან და მიხეილ ჭიაურელთან ერთად. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იყო მსახიობი სხვადასხვა თეატრებში (მინიატურების თეატრი, ”სისხლიანი ჯიმი”, სახალხო თეატრი, რევოლუციის თეატრი). 1930 წლიდან მუშაობდა საქკინმრეწვის კინოქრონიკის სექციაში ოპერატორად. იყო უმაღლესი კატეგორიის ოპერატორი. გადაღებული აქვს მრავალი სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1962).