დაიბადა დუშეთში 1854 წლის 4 დეკემბერს. ჯერ სწავლობდა თბილისის პირველ ვაჟთა, ხოლო 1863–1872 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში.შემდგომ წლებში იყო მასწავლებელი 1972–1973 წლებში ქუთაისის კათოლიკურ სასწავლებელში, ხოლო 1877–1879 წლებში შუშისა და ყაზახის (აზერბაიჯანი) გიმნაზიებში. სასცენო ხელოვნებას ეზიარა თბილისის გიმნაზიაში.მან სახელი გაითქვა კომიკური და სახასიათო როლების შესრულებით. 1879 წ. მიიწვიეს აღდგენილ პროფესიულ თეატრში.მან სცენაზე ითამაშა 500–მდე როლი, დაწერა და გადმოაკეთა 40–მდე პიესა. 1885–1891 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა პირველი გაზეთი "თეატრი". 1922 წელს პირველს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდება.