აზნაურ იასონ უქმაძის მიერ ნამუსახდილი სოფლელი გოგონა ქრისტინე ახლობელთა შეურაცხმყოფელ საყვედურებს ვეღარ გაუძლებს და თავის მოკვლას გადაწყვეტს. ქალს შეამჩნევენ და წყლიდან ამოიყვანენ. ახალი ცხოვრების დაწყების იმედით ქრისტინე ქალაქში გაყვება ახალგაცნობილ "გულშემატკივარ" სონას, რომელიც მას საროსკიპოში მიიყვანს. ქრისტინეს იმედები იმსხვრევა. ბედისწერა არაერთხელ გასწირავს, მომხიბლავ ქალიშვილს გარეგნობაც აღარ შერჩება და მათხოვრობაში ამოხდება სული.