დაიბადა 1897 წლის 5 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1914-15 წ.წ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში მსახიობად. 1918 წელს იყო ავჭალის თეატრის აუდიტორიის წრის ხელმძღვანელი, 1920 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრში მსახიობად, 1922 წელს მიიღო აქტიური მოღვაწეობა ფოთის თეატრის ჩამოყალიბებაში. 1926-39 წ.წ. და 1949-58 წ.წ. - იყო ჭიათურის თეატრის ხელმძღვანელი, 1939-49 წ.წ. - გორის თეატრის ხელმძღვანელი.საქართველოს სახალხო არტისტი (1941).