დაიბადა 1881 წლის 28 იანვარს სოფელ ლიხაურში (ოზურგეთის რაიონი). სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში ლადო ალექსი–მესხიშვილის ხელმძღვანელობით. 1901–1905 წლებში თბილისის ქართულ თეატრში. 1905–1910 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კურსებზე. 1910 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა ჯერ ჭიათურის თეატრში, ხოლო შემდგომ 1914-1916 წლებში თბილისის სახალხო სახლში და რუსულ თეატრში. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 1918 წლიდან მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჯერ თეატრის კომისრად, შემდეგ რეჟისორად, ხოლო 1947 წლიდან მთავარ რეჟისორად. ალექსანდრე წუწუნავა მაშინ ჩაუდგა სათავეში საოპერო თეატრს, როდესაც საოპერო რეჟისურის დარგი ყალიბდებოდა. იგი იყო ერთ–ერთი ფუძემდებელი ქართული კინოს დაარსების. 1918 წელს პირველმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ქრისტინე". საქართველოს სახალხო არტისტი (1934).