ხუტორ სავურ-მოგილაში ანარქისტების ბანდა პარპაშებს. მათ ღრეობას მახნოსა და მის დამქაშების გრიმით შენიღბული "წითელი ეშმაკუნები" - მიშა, ოქსანა და დუნიაშა შეუერთდებიან. ანარქისტების ატამანი მათ თვალთმაქცობას ამოიცნობს და დუნიაშას ჩამოხრჩობას დაუპირებენ, მაგრამ მიშა დაიხსნის მას. მალე კიდევ ერთი "ეშმაკუნა", ტომ ჯაკსონიც გამოჩნდება წითელარმიელთა რაზმთან ერთად. ისინი ანარქისტების ბანდას თავს დაესხმებიან და "წითელი ეშმაკუნები" წითელარმიელებთან ერთად კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებენ.