დავით გურამიშვილს, მეფე ვახტანგ VI-ის კარზე აღიარებულ პოეტს, ლეკები გაიტაცებენ. ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ დავითი გაქცევას მოახერხებს და სამხედრო დახმარების სათხოვნელად რუსეთში ჩასული ვახტანგ მეფის ამალას შეუერთდება. აქ გაიგებს, რომ მისი სატრფო ქეთევანი რუსი ბარონისთვის მიუთხოვებიათ. უცხო ქვეყნის ომებში მრავალბრძოლაგამოვლილი, სამშობლოს გასაჭირით და პირადი უბედობით დამწუხრებული დავითი თავშესაფარს და უკანასკნელ განსასვენებელსაც უკრაინის მიწაზე იპოვის.