დაიბადა სოფელ ნაესაკაოში (მარტვილის რ–ნი) 1903 წლის 9 იანვარს. 1922 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1924 წელს. 1934 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, 1944–51 წ.წ. – მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. 1954–60 წ.წ. ჟურნალ ”მნათობის” რედაქტორი.