დაიბადა 1909 წლის 15 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ი. მჭედლიშვილის სტუდიაში მოსკოვში, მაგრამ სტუდია მალე დაიხურა. 1929 წელს დაამთავრა იური ზავადსკის დრამატული კურსები. მუშაობდა მოსკოვის სხვადასხვა თეატრებში. 1938–1946 წლებში სტანისლავსკის და ნემეროვიჩ–დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეარტის მთავარი რეჟისორია. 1946–1953 წლებში მოსკოვის ოპერეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1953–1961წლებში მოსკოვის პუშკინის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1961 წლიდან – კრემლის ყრილობათა სასახლის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1964–1970 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი რეჟისორი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950), საბჭოთა კავშირის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946). რუსეთის სახალხო არტისტი (1958). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1964)