რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გერმანელ კოლონისტებს ალტაის მთების საბადოში მოპოვებული ოქრო კონტრაბანდულად გააქვთ უცხოეთში. საიდუმლო საბადოს მიკვლევა და მასზე კონტროლის დაწესება სახელმწიფოსგან პერეკრესტოვს აქვს დავალებული. იგი საბადოს აღმოაჩენს, მაგრამ კონტრაბანდისტები მას საბადოსთან ერთად ააფეთქებენ. ოცი წლის შემდეგ პერეკრესტოვის მიერ დატოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გეოლოგები საბადოს მიაგნებენ.