პროვინციელი მოქანდაკე აგული ერისთავი მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს. მაგრამ ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ დაკვეთით მუშაობს – მიცვალებულთა ბიუსტებს აკეთებს, რადგან დიდი ოჯახი ჰყავს სარჩენი. ერთ დღეს სკოლის ამხანაგებთან შეხვედრიდან შინ მიმავალი შექეიფიანებული აგული ცოლთან ერთად სასაფლაოზე – თავის "პერსონალურ გამოფენაზე" – აღმოჩნდება და სევდანარევი იუმორით აღიარებს, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გაფლანგა. ოცნების მარმარილოს კი თავის მოწაფეს გადაულოცავს...