დაიბადა ბორჯომში 1928 წელს. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ექვსი წელი მუშაობდა კალუგის ოლქის საავიაციო ნაწილში სამხედრო ექიმად. 1957 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1993 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1998 წლიდან საპატიო დირექტორი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მათ შორის ღირსების ორდენი (1997). თბილისის საპატიო მოქალაქე (1995). გარდაიცვალა 1999 წელს.