მცირე ხელფასით და მოუწყობელი ყოფით თავმობეზრებული რიგითი საბჭოთა ინკასატორი პოეტურ სამყაროს გამოიგონებს. ახლობლებს ფეხბურთის მეფესთან, პელესთან და მამამისთან მეგობრობის, იტალიის ჩემპიონატზე პელესთან შეხვედრის გამოგონილ ამბებს უყვება, თვითონაც იჯერებს თავისსავე ნაოცნებარს, მაგრამ ერთ დღეს ელექტრობოძს დაეჯახება და რეალობას დაუბრუნდება.